www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ახალგაზრდული მუშაკების გადამზადების სასერთიფიკატო კურსი
მომწოდებელი: ახალგაზრდობის სააგენტო
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / განცხადების ვადა: 16 აგვისტო

ახალგაზრდული მუშაკის შესარჩევი ღია კონკურსი

სწავლებას აფინანსებს სსიპ "ახალგაზრდობის სააგენტო" (https://www.facebook.com/YouthAgencyGeorgia/)

მიზანი - ახალგაზრდული მუშაკის ინსტიტუტის განვითარების სისტემური მექანიზმების შემუშავებისთვის, ახალგაზრდული მუშაკების კომპეტენციების შესაძენად გადამზადების სასერთიფიკატო კურსის მონაწილეთა შერჩევა.

კურსი ხელს უწყობს ახალგაზრდებთან ეფექტური მუშაობისთვის საჭირო ცოდნის, უნარების და ღირებულებების შეძენა/განვითარებას, რომელიც შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.

კურსის ხანგრძლივობა 6 თვე (თეორიული და პრაქტიკული სწავლება). კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მონაწილეებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერთიფიკატი. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევა 30 ახალგაზრდული მუშაკი.

უპირატესობა მიენიჭებათ სამიზნე მუნიციპალიტეტების აპლიკანტებს.

კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა:

1. შეავსოს აპლიკაციის ფორმის შევსება იხ ბმული: https://bit.ly/306Q65X
2. გამოაგზავნოს შემდეგი დოკუმენტაცია, მითითებულ ელ.ფოსტაზე:

- CV;
- სამოტივაციო წერილი;
- განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომი ან/და ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ელ. ფოსტაზე: youthwork4youth@gmail.com

ძირითადი კრიტერიუმები:

** საქართველოში მცხოვრები ქმედუნარიანი მოქალაქე
** ასაკი: 21 +
** განათლება: პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება.
** ბავშვებსა და/ან ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილება (არაფორმალური შეხვედრების, სპორტული, შემეცნებითი, კულტურული, სამოქალაქო და სხვა აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება);
** მაღალი მოტივაცია

კონკურსი ტარდება 2 ეტაპად:

პირველი ეტაპი განაცხადების გადარჩევა მათ ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. მეორე ეტაპი საკონკურსო კომისიის მიერ პირველ ეტაპზე გადასული კანდიდატების შეფასება გასაუბრება.

კანდიდატის შეფასება ხდება ქულათა სისტემით

1. კომისია მეორე ეტაპზე კანდიდატს აფასებს ქულათა სისტემით, მაქსიმალური ქულის ოდენობა 100 ქულა.
2. კანდიდატის მიერ შევსებული სააპლიკაციო ფორმის შეფასების მაქსიმალური ქულის ოდენობა განისაზღვრება 15 ქულით.
3. კანდიდატის მიერ წარმოდგენილი რეზიუმე ე.წ. CV - ს მაქსიმალური ქულის ოდენობა განისაზღვრება 15 ქულით
4. კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სამოტივაციო წერილის შეფასების მაქსიმალური ქულის ოდენობა განისაზღვრება 15 ქულით
5. გასაუბრების - მეორე ეტაპზე კომისიის წევრები კონსესუსის საფუძველზე წერენ საერთო ქულას მაქსიმალური ოდენობა თითოეული კანდიდატისთვის შეადგენს 55 ქულას
6. ქულათა დაჯამების შემდგომ პროექტში მონაწილე კანდიდატების შერჩევა მოხდება ქულათა რეიტინგის მიხედვით, თითო მუნიციპალიტეტიდან არაუმეტეს 3 აპლიკანტისა.

განაცხადების მიღება 30 ივლისიდან 16 აგვისტოს ჩათვლით.

სწავლების პრაქტიკული ნაწილი განხორციელდება 10 მუნიციპალიტეტში:

** ამბროლაურის მუნიციპალიტეტი;
** ახალციხის მუნიციპალიტეტი;
** გორის მუნიციპალიტეტი;
** ზუგდიდის მუნიციპალიტეტი;
** მესტიის მუნიციპალიტეტი;
** ოზურგეთის მუნიციპალიტეტი;
** ქობულეთის მუნიციპალიტეტი;
** ქუთაისის მუნიციპალიტეტი;
** მცხეთის მუნიციპალიტეტი კერძოდ: სოფელი წინამძღვრიანთკარი;
** სიღნაღის მუნიციპალიტეტი კერძოდ: ქალაქი წნორი.

დამატებითი ინფორმაციისთვის ტელ: 599226392 599877114



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |