www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: Dolphin Software
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / განცხადების ვადა: 31 აგვისტო

"დოლფინ სოფტვეა" ქართული software კომპანიაა, რომელიც 2004 წლიდან წარმოადგენს მთავარ პროვაიდერს მიკროსაფინანსო ბაზარზე. ჩვენი გუნდი მზად არის მოტივირებულ და შრომისმოყვარე ადამიანებთან თანამშრომლობისთვის.

ვაცხადებთ ვაკანსიას მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საფინანსო სფეროში საკრედიტო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** ბუღალტერიის საფუძვლიანი ცოდნა
** Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** Microsoft SQL-ის საფუძვლების ცოდნა
** უპირატესობად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

უნარები:

** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა
** ანალიტიკური, ლოგიკური და პრობლემების გადაწყვეტის უნარი
** ძლიერი კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობა

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის მოთხოვნების რეალიზაციის შესაძლებლობების ანალიზი
** კლიენტი ორგანიზაციების მოთხოვნების დამუშავება/გადაწყვეტა
** კლიენტი ორგანიზაციებისგან შემოსული ინციდენტების მენეჯმენტი
** სამუშაო პროგრამული უზურნველყოფის ძირითადი მოდულების ცოდნა
** Microsoft SQL მონაცემთა ბაზებთან მუშაობა
** Microsoft Excel-ში მონაცემების დამუშავება

ჩვენ გთავაზობთ:

** მუშაობას მეგობრულ და კვალიფიციურ გუნდთან
** მრავალფეროვან და გამოწვევებით აღსავსე გარემოს
** მუდმივ განვითარებას
** საბონუსე სისტემას

ანაზღაურება: 1500 - 2500 ლარი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@loankeeper.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "Support Specialist"



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |