www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ცომის ოპერატორი
მომწოდებელი: ბაბუს პური
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / განცხადების ვადა: 30 აგვისტო

კომპანია "ბაბუს პური" ქართული ბრენდია პურ-ფუნთუშეულის წარმოებასა და რეალიზაციაში. მომხმარებლისთვის პროდუქციის მიწოდების 2 ძირითადი მიმართულება გვაქვს: ჩვენი ბრენდული მაღაზიები და ქსელური დისტრიბუცია. დამოუკიდებელი ლაბორატორიული კვლევებიც ადასტურებენ, რომ ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქტები არ შეიცავს კონსერვანტებს, საღებავებსა და ანტიოქსიგენებს. კომპანია ზრდასთან ერთად, ეძებს ახალ მოტივირებულ და პროფესიონალ თანამშრომლებს, რომლებიც შემოუერთდება ჩვენს მეგობრულ, პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს. "ბაბუს პური" - ვაცხობთ 1975 წლიდან. შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმტაებას ჩვენთან ერთად!

კომპანია ეძებს ცომის ოპერატორს ხანგრძლივი თანამშრომლიბისთვის!

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს, სამუშაო გრაფიკი ცვლებში, ყოველ მე-3 დღეს (24 საათიანი ცვლა);
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** ფიქსირებულ კონკურენტულ ანაზღაურებას (ზრდის პერსპექტივით);
** სხვადასხვა ბენეფიტს;

იმისთვის, რომ დასაქმდე ჩვენთან:

** აუცილებელია საწარმოში ცომთან და ცომის დანადგარებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობებია:

** საწარმოში დისციპლინის დაცვა;
** საწარმოში მუშაობა დადგენილი წესებისა და სტანდარტების მიხედვით;
** ტექნოლოგიური ინსტრუქციის შესაბამისად ცომის ფორმირება;
** ტემპერატურული და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** ინგრედიენტების თანმიმდევრულად გამოყენება სტანდარტის შესაბამისად, ნედლეულის მიწოდება ცომსაზელთან;
ცომის დანადგარის/დანადგარების მართვა;
** სამუშაო ადგილის უსაფრთხოების დაცვა, ხარვეზების არსებობის შემთხვევაში წარმოების ცვლის უფროსის ინფორმირება ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შესახებ;
** მუდმივი კონტროლი საჭირო ნედლეულის სწორ და მიზანმიმართულ გამოყენებაზე და შესაბამისი მარაგების უზრუნველყოფაზე;
** ყოველი ცვლის ბოლოს რეპორტინგი წარმოების ცვლის უფროსთან;
** კოლეგების განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა; ახალი თანამშრომლების ტრეინინგი, როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკულად

სამუშაო ლოკაცია: დიდი დიღომი, ფარნავაზ მეფის 32 (ცენტრალური საწარმო)

თუ თვლით, რომ სამუშაოს არსებითი სპეციფიკა და შინაარსი შეესაბამება თქვენს გამოცდილებასა და მოტივაციას, გთხოვთ, გამოგვიგზვანოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე - HR@bsbg.com.ge (სათაურის ველში ე.წ. subject title მიუთითეთ პოზიციის დასახელება) ან დაგვირეკეთ, მოგვწერეთ ტელეფონის ნომერზე 595 00 33 29 ან შეავსე აპლიკაცია - https://forms.gle/fspTKWyfKnS6xzuU6

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ბაბუს პურის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე 18 თვის ვადით.

"ბაბუს პური" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |