www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პირადი ექიმის ასისტენტი
მომწოდებელი: კურაციო
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

კლინიკა კურაციო აცხადებს ვაკანსიას პირადი ექიმის ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ექიმის დახმარება პაციენტის მიღებასა და მკურნალობაში
** ოჯახის ექიმის სრულფასოვანი მუშაობის საორგანიზაციო საკითხების დაგეგმვა
** დოკუმენტაციის წარმოება
** დაზღვეულებისთვის ინფორმაციის მიწოდება-შეტყობინება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სრული ან არასრული სამედიცინო ან საბუნებისმეტყველო განათლება, საშუალო სამედიცინო განათლება-ექთანი;
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** უცხო ენა: რუსული ან ინგლისური (სასაუბრო დონეზე)

პიროვნული უნარები:

** გამართული მეტყველება
** კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობა

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გაქვთ ჩვენს კომპანიასთან ურთიერთობის სურვილი და გახდით ჩვენი გუნდის წევრი ჩვენ გთავაზობთ:

** კლინიკაში მიმდინარე სასწავლო აქტივობებში (კლინიკური მედიცინა, პაციენტზე ორიენტირებული მედიცინა) მონაწილეობის მიღებას
** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს
** ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას

ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად

თუ შევძელით თქვენი დაინტერესება საინტერესო სამუშაო გამოცდილებით და ჩვენ კომპანიასთან თანამშრომლობით, მაშინ გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 30 სექტემბრამდე აღნიშნულ ელ. მისამართზე: hr@curatio.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |