www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HR სპეციალისტი
მომწოდებელი: ჭი-ტა
გამოქვეყნდა: 24 აგვისტო / განცხადების ვადა: 24 სექტემბერი

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" 1996 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხის ნიშნით, ხოლო მომსახურება - პროფესიონალიზმითა და მომხმარებლისადმი კეთილგანწყობით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების მოტივირებას, მათ პროფესიულ ზრდასა და გუნდურ მუშაობას.

პოზიცია: HR სპეციალისტი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული აქტიური ვაკანსიების შესაბამისად შერჩევის პროცესის წარმოება
** კომპანიის პროცედურების ამსახველი და სხვა ადმინისტრაციული ფაილების მომზადებაში მონაწილეობის მიღება
** თანამშრომელთა გადამზადებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებასა და შესრულებაში ჩართულობა
** თანამშრომელთა და კანდიდატთა სარეზერვო ბაზის წარმოება
** დეპარტამენტის დოკუმენტებისა და სხვა საინფორმაციო ბაზების წარმოება და სისტემატური განახლება
** თანამშრომელთა შეფასების სისტემების დანერგვასა და შესრულებაში მონაწილეობის მიღება.
** დეპარტამენტის სხვა ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართულობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით 1 წლამდე გამოცდილება
** ორგანიზებულობა
** საოფისე პროგრამების კარგ სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** პასუხისმგებლობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი, 09.30-18.30)
** ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 19.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr-1@chita.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |