www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამედიცინო გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: DGMED
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო / განცხადების ვადა: 25 სექტემბერი

"DGMED" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო - ოფთალმოქირურგიული ხაზით გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** გეგმიური ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება და პროდუქციის პრეზენტაცია სამედიცინო დაწესებულებებში;
** გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა კომპანიის მომხმარებლებთან
** მარკეტინგული ღონისძიებების ორგანიზება/ბიუჯეტირება (შეხვედრები, კონფერენციები);
** კომპანიის პროდუქციის პრომოციისთვის განსაზღვრული აქტივობების განხორციელება
** დასახული გეგმის შედეგების წარდგენა ყოველი კვირის ბოლოს.
** კომპანიისა და მისი პროდუქციის ცნობადობის ამაღლების უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ცოდნა და გამოცდილება:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** ქირურგიული ოფთალმოლოგიის პროდუქციასთან მუშაობის გამოცდილება - ბროლები და სახ.მასალები
** ოფთლმოლოგიური სადიაგნოსტიკო სისტემების ტექნოლოგიების ცოდნა - თეორიულ დონეზე...
** სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** Microsoft საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** მარკეტინგული რეპორტების მომზადება
** პრეზენტაციების ორგანიზება/ჩატარება და პროდუქციის წარდგენა გაყიდვების ამაღლების მიზნით.
** ექიმებთან/კლინიკებთან ვიზიტების დაგეგმვა და ბიუჯეტირება
** ბიზნეს განათლების მინიმალური პრინციპების ცოდნა - მისასალმებელია

პიროვნული თვისებები:

** პრეზენტაციისა და კომუნიკაციის დამყარების უნარები;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა
** ახალი ტექნოლოგიების შეცნობის/დასწავლის სწრაფი უნარები
** გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, დროის განკარგვის ეფექტურობა
** შეუპოვრობა და მიზანსწრაფულობა

შრომითი ანაზღაურება შეთანხმებით: ხელფასს + ეფექტურ საბონუსე სისტემა (% ბრუნვიდან) + ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვას

შერჩევა მოიცავს რამოდენიმე ეტაპს:

1. CV (რეზიუმე) გადარჩევა;
2. სატელეფონო გასაუბრება;
3. ინდივიდუალური გასაუბრება (ონლაინ რეჟიმში)

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე dgmedltd@gmail.com და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |