www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრობლემური სესხის ექსპერტი
მომწოდებელი: ევროკრედიტი
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო / განცხადების ვადა: 25 სექტემბერი

მიკროსაფინანსო კომპანია სს "მისო ევრო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხის ექსპერტის პოზიციაზე.

სს "მისო ევრო კრედიტი" არის ევროპული კაპიტალით დაფუძნებული ერთ-ერთი წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქართველოს ბაზარზე. ამჟამად კომპანია წარმოგიდგენთ ავტომობილით უზრუნველყოფილ სესხებს კონკურენტული პირობებით.

ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის ანალიზი/დამუშავება;
** დავალიანების დაფარვის მიზნით პრობლემურ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება;
** ვადაგადაცილებაში მყოფ მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაცია და ვიზიტები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური მიმართულებით);
** ვადაგადაცილებულ სესხებთან მუშაობის გამოცდილება ;
** სასურველია საკრედიტო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ავტომანქანის მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** აუცილებელია კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი.

დამატებითი უნარები:

** ორგანიზებულობა,
** მოლაპარაკების წარმართვის მაღალი უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პრინციპულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@eurocredit.ge და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

შემდეგი ეტაპისათვის კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |