www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Back End დეველოპერი
მომწოდებელი: My.ge
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

My.ge, რომელიც ქართულ ინტერნეტ ბაზარზე წარმოდგენილია შემდეგი ქვებრენდებით:
myauto, mymarket, myhome, myparts, myjobs, myshop, myads, myjobs, mysport.ge, გეძებს შენ - Back End დეველოპერს.

თუ შენი მიზანია პროფესიული განვითარება, მაშინ აუცილებლად უნდა შემოუერთდე ყველაზე პროგრესულად და სწრაფად მზარდ კომპანიას, რათა მონაწილეობა მიიღო My.Ge-ის პროდუქტების შექმნასა და განვითარებაში.

გაეცანი ქვემოთ მოცემულ აღწერას და ძალიან სწრაფად გახდი ჩვენი გუნდის წევრი.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი.
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით.
სამუშაო დღის დასაწყისი: 09:00-დან 12:00 საათამდე.
სამუშაო დღის ხანგრძლივობა: 8 საათი + 1 საათი დასვენება.
შვებულება: ნამუშევარი თვეების პროპორციულად (თვეში 2 დღე) + 6 დასვენების დღე წელიწადში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** PHP (OOP), რომელიმე PHP MVC framework-თან მუშაობის გამოცდილება (Laravel, symphony, codeigniter, etc.)
** JavaScript-თან (ES5 - ES6) მუშაობის გამოცდილება.
** რელაციურ მონაცემთა ბაზების ცოდნა (MYSQL)
** ვებ-სერვისებთან მუშაობის გამოცდილება (REST/SOAP)
** ვერსიების კონტროლის სისტემასთან მუშაობის გამოცდილება: GIT.

უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს შემდეგი კვალიფიკაციებით:

** HTML5, CSS3 - მარკაპირების გამოცდილება
** Angular/Vue/React გამოცდილება.

პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტური მართვა;
** გუნდურობა;
** პრობლემების ეფექტურად გადაწყვეტის მიღების უნარი.

ბენეფიტები, რომელსაც კომპანია სთავაზობს:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ფიტნეს აბონემენტი;
** ინგლისური ენის უფასო სასწავლო კურსი (British Council Georgia);
** თავისუფალი სამუშაო გარემო და ახალი ხილი მთელი სამუშაო კვირის განმავლობაში;
** ონლაინ კურსები სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმებზე;
** დაგროვებითი პენსიის 4% იფარება კომპანიის მხრიდან.

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და ასევე გინდათ, რომ იმუშაოთ ყველაზე ახალგაზრდულ, თავისუფალ და თანამშრომლებზე მორგებულ გარემოში, მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@my.ge

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |