www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის დიასახლისი
მომწოდებელი: Pine Tree International
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

შპს "ფაინ თრი ინთერნეიშენელ"-ი აცხადებს ვაკანსიას ოფისის დიასახლისის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრების გამასპინძლება (ყავა, ჩაი, წყალი)
** დასუფთავებულ ოფისში ჰიგიენური გარემოს შენარჩუნება
** ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში მარაგების კონტროლი და შეკვეთის განხორციელება
** დირექტორის დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო ან პროფესიული განათლება
** ქართული და რუსული ენის ფლობა (სასურველია).

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სამუშაო გრაფიკს 09:00-დან 18:00 სთ-მდე (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.)
** კორპორატიულ ნომერს
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე: HR@pinetree.ge და ელფოსტის საგანში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |