www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: ვეტ ჰაუსი
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

"Vet House" - ეს არის ვეტერინარული საავადმყოფო 24-საათიანი მომსახურეობით, ცხოველების სასტუმრო, სარეაბილიტაციო ცენტრი, გრუმინგი, ზოომაღაზია, ზოოაფთიაქი და სკოლა მომავალი ექიმებისთვის.

"ვეტ ჰაუსი" - ეს არის ერთი დიდი ოჯახი, რომელიც დაგეხმარებათ, შეგიქმნით კომფორტს და იზრუნებს თქვენი ცხოველის ჯანმრთელობაზე!

კლინიკა "ვეტ ჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობებზე:

1. ზოგადი ქირურგი-ვეტერინარი - ორთოპედია, ტრავმატოლოგია, რბილის ქსოვილების ქირურგია

სამუშაო პირობები:

** სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი.
** სამუშაო გრაფიკი: 3/4 დღე კვირაში. მოძრავი გრაფიკი შესაძლებელია.
** ანაზღაურება: ფიქსირებული (1000-1500 ლარი) კვალიფიკაციის მიხედვით + ბონუსი
** კანდიდატს ექნება საშუალება გაიაროს წელიწადში ორჯერ კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** საქმიანობის დამადასტურებელი შესაბამისი სერთიფიკატი.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
** სასურველია: უცხო ენების ცოდნა (რუსული ან ინგლისური).

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** კლინიკაში არსებული სტანდარტების მიხედვით მუშაობის უნარი.

2. ექიმი-ვეტერინარი

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული, ცვლებში
ანაზღაურება: 800 ლარიდან (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით) + ბონუსი.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** კვალიფიციური ვეტერინარული მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად;
** შიდა ინსტრუქციების შესრულება;
** პაციენტის (ძაღლი, კატა) მიღება, გასინჯვა და ანამნეზის შეკრება;
** პაციენტის მართვა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება კომპანიაში არსებულ პროგრამაში;
** ორგანიზაციის/გუნდის სხვა წევრებთან კოორდინირებული მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კომპეტენციები:

** უმაღლესი განათლება; სასურველია მაგისტრის ხარისხი;
** ვეტერინარულ კლინიკაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ქართული (სრულყოფილად) - წერა, კითხვა, საუბარი; უცხო ენა - ინგლისური/რუსული (სასურველია) - წერა, კითხვა, საუბარი სასურველია.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (მომხმარებლის დონეზე); ვებ რესურსებთან მუშაობის უნარი;
** დროის მართვის ცოდნა, პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** კარგი ორგანიზაციული უნარები, რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულების უნარი;
** კრიტიკულ სიტუაციებში გადაწყვეტილების სწრაფად და დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

3. ექიმი-ვეტერინარის ასისტენტი

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშო გრაფიკი: სრული, ცვლებში
ანაზღაურება: 250-500 ლარიდან (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით) + ბონუსი.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** კვალიფიციური მომსახურების გაწევა კომპეტენციის ფარგლებში კომპანიაში დანერგილი სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად;
** შიდა ინსტრუქციების შესრულება;
** პაციენტის (ძაღლი, კატა) მიღება, გასინჯვა და ანამნეზის შეკრება;
** უშუალოდ ექიმი ვეტერინარის დავალებების შესრულება;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება კომპანიაში არსებულ პროგრამაში;
** ორგანიზაციის/გუნდის სხვა წევრებთან კოორდინირებული მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კომპეტენციები:

** განათლება; არასრული უმაღლესი; ამ პოზიციაზე სტუდენტებიც განიხილება და სპეციალიზებული პროფესიული (ზოგადი პროფილის მედდა)
** ვეტერინარულ კლინიკაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
** ქართული (სრულყოფილად) - წერა, კითხვა, საუბარი; უცხო ენა - ინგლისური/რუსული (სასურველია) - წერა, კითხვა, საუბარი სასურველია
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (მომხმარებლის დონეზე); ვებ რესურსებთან მუშაობის უნარი;
** დროის მართვის ცოდნა, პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** კარგი ორგანიზაციული უნარები, რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

4. მოლარე-კონსულტანტი

ანაზღაურება: ანაზღაურება (ფიქსირებული ხელფასი 20 ლარი დღეში + ბონუსი).
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ად. მიცკევიჩის ქ. 70; ნ. ყიფშიძის ქ. 7
სამუშაო საათები: 11:00-დან 21:00-მდე
დასვენება: კვირაში ორი დღე.

განიხილება კანდიდატურა 21 წლიდან.

მოვალეობა: საქონლის რეალიზაციასთან დაკავშირებული ოპერაციების (სალარო, საბანკო ტერმინალი)
მაღაზიაში პროდუქციის მიღება, ფასების ცვლილება და აღწერები, სისუფთავის კონტროლი).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ- ჩვევები:

** პროფესიული ან ბაკალავრის განათლება
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასურველია)
** კომუნიკაბელურობა, დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 15 ოქტომბერი, 2020 წ.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: assistantvethouse@gmail.com და სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |