www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი, მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ბითუბი ჯორჯია
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

კომპანია "ბი თუ ბი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის და მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე და სამუშაოს სთავაზობს მოტივირებულ და ენერგიულ კანდიდატებს თბილისში, კერძოდ ლილოს ბაზრობაზე ქიმია-ჰიგიენა-კოსმეტიკის მაღაზიაში.

გრაფიკი: 1 თვის განმავლობაში: კვირაში 6 დღე (40 საათი), 1 საათი შესვენება
ანაზღაურება 1 თვე: 500 ლარი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და მომსახურება;
** მომხმარებლისათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ასორტიმენტისა და მახასიათებლების შესახებ;
** მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
** სექციაში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა;
** მომხმარებლის მოზიდვის მიზნით კომპანიის მიერ დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** სასურველია პარფიუმერიის/ტანსაცმლის გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით ელფოსტაზე aleko_javaxa@icloud.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ტელ: 555200120; 598372075



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |