www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: კი კი
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 2 ოქტომბერი

კომპანია "კი კი" (www.kiki.ge) ეძებს გაყიდვების წარმომადგენელს.

მდებარეობა: თბილისი.

ჩვენ ვახორციელებთ ბიოტუალეტების გაქირავებას სამშენებლო უბნებისთვის, კორპორატიული მიზნებისა და ღონისძიებებისთვის.

გაყიდვების მენეჯერის მოვალეობაა კომპანიის პროდუქციის მახასიათებლების მიწოდება პოტენციური კლიენტებისთვის, მათი რეალიზების მიზნით.

მოვალეობები:

** არსებული და პოტენციური მომხმარებლებისთვის მომსახურების წარდგენა და გაყიდვა
** ბიზნესისა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობების დამყარება, განვითარება და შენარჩუნება
** მომხმარებლების მოძიება დარეკვით და სხვა საკომუნიკაციო არხებით
** აქტიურ და პოტენციურ მომხმარებლებთან ურთიერთობა
** გაყიდვების მიზნების და შედეგების მიღწევა
** გუნდის წევრებთან კოორდინაცია
** ტერიტორიის/ბაზრის პოტენციალის გაანალიზება, გაყიდვების ანგარიშის და სტატუსის მონიტორინგი
** მუშაობის გაუმჯობესება უკუკავშირის მიღებით
** მენეჯერთან დროული ანგარიში
** დამსაქმებლის მიერ მოთხოვნილი, ზემოთ აღნიშნულ პასუხისმგებლობებთან დაკავშირებული, სხვა დავალებები და მოვალეობები.

ანაზღაურება:

** ხელფასი: 700 ლარი დარიცხული (548 ხელზე ასაღები) ყოველ თვე
** ხელფასი: 1400 ლარი დარიცხული ყოველ თვე როდესაც პირადი გაყიდვები მიაღწევს 5000 ლარს
** ბონუსი: გაყიდვების 3% (კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხული თანხიდან, დღგ-ს გამოკლებით).

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00.

ჩვენ გთავაზობთ:

** კორპორატიული ნომერს
** კომპანიის ზრდასთან ერთად განვითარებას და დაწინაურებას.

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება გაყიდვების სფეროში
** ორგანიზებულობა და სხვადასხვა დავალების ერთდროულად შესრულების უნარი
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა
** კომუნიკაციის უნარები: ტელეფონით, მეილით, სოციალური მედიით, ა.შ.
** გადაწყვეტილების მიღების უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია და რეპორტინგი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: kiki@kiki.ge

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით შემდგომი გასაუბრებისთვის.

გაიგეთ უფრო მეტი ჩვენს შესახებ: www.kiki.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |