www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მძღოლი-ექსპედიტორი
მომწოდებელი: ვესტ ინვესტი
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

კომპანია "ვესტ ინვესტი" დაარსდა 2006 წელს და წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს 100 - მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს, ზღვის პროდუქტებსა და ზეთს, რომლებიც იწარმოება საუკეთესო ქარხნების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. კომპანიის პორტფელში ერთიანდება ისეთი ბრენდები, როგორიცაა "ბიბილო", "მამალო", "West Fish", "West Meat", " "Ukrainian Chicken", "Divnoe" და სხვა.

სადისტრიბუციო კომპანია "ვესტ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე თბილისში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა - B კატეგორია (აუცილებელია);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

ფუნქცია-მოვალეობები:

** განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგება;
** ცენტრალური საწყობიდან მანქანის პროდუქციით დატვირთვა, გადატანა, დაცლა;
** პროდუქციის მიღება/ჩაბარების და დაუზიანებლად გადატანის უზრუნველყოფა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი.

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-შაბათი;
ანაზღაურება: საწყისი 500 ლარი + საბონუსე სისტემა.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@wi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მძღოლ-ექსპედიტორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი cv არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |