www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვისის კონსულტანტი
მომწოდებელი: Wendy`s Georgia
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით და გსურთ, გახდეთ "ვისოლ ჯგუფის" წევრი. "ვისოლ ჯგუფი" საქართველოში ამერიკული რესტორნების ქსელის - "ვენდი`ს" განვითარებას აგრძელებს და თქვენ საშუალება გეძლევათ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი!

საბოლოოდ შერჩეული კანდიდატები გაივლიან პროფესიულ გადამზადებას, გაეცნობიან "ვენდი`ს" კორპორატიულ კულტურას, მუშაობის სტანდარტებს და დაეუფლებიან პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.

მეტი ინფორმაცია "ვენდი`ს" შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.wendys.ge/ge/wendys

ვაკანსია ცხადდება პოზიციაზე - სერვისის კონსულტანტი (ქრიუ).

რატომ უნდა გახდე ვენდის გუნდის წევრი?

** ჩვენთან მუშაობა საინტერესო და სახალისოა;
** ჩვენთან შეიძენ უამრავ მეგობარს;
** გაიცნობ საინტერესო ადამიანებს, რომლებიც მოგცემენ საშუალებას ისწავლო, განვითარდე, დააგროვო სამუშაო გამოცდილება და მიიღო დიდი გამოწვევები;
** ჩვენთან სამუშაო გამოცდილება არ არის მნიშვნელოვანი;
** ჩვენთან ისწავლი ყველაზე გემრიელი ბურგერების და არა მარტო ბურგერების მომზადებას;
** ჩვენი რესტორნის მენეჯერებმა თავის დროზე კარიერა დაიწყეს სერვისის კონსულტანტის პოზიციით, ახლა კი გაგიზიარებენ უდიდეს გამოცდილებას გუნდის მართვაში, ლიდერობაში, დროის მართვაში, მომხმრებელთან ურთიერთობაში;
** ჩვენთან ღიმილი მთავარია;
** ერთად უკეთესია და ერთად ვგულისხმობთ შენთან ერთად.

რას გთავაზობთ ჩვენ?

** სწავლას, განვითარებას, კარიერულ წინსვლას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს - სწავლის და მუშაობის შეთავსება ჩვენთან შესაძლებელია;
** თანამშრომლებისთვის 70%-მდე ფასდაკლება კვებაზე;
** სტაბილურ შემოსავალს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საინტერესო პროექტებში მონაწილეობას.

ვაკანსიის სანახავად მიჰყევით ბმულს: http://hr.wissolgroup.ge/vacancy/vacancy_list

დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 06 45 45 ან გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: career@wendys.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30 სექტემბერი 2020



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |