www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სიგარეტის ღერის გამკეთებელი მანქანის მექანიკოსი
მომწოდებელი: ლაზეთი ტობაკო
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 2 ოქტომბერი

შპს "ლაზეთი ტობაკო" აცხადებს ვაკანსიას სიგარეტის ღერის გამკეთებელი მანქანის მექანიკოსის პოზიციაზე ზუგდიდში.

ანაზღაურება: მაღალი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 50 წლამდე
** შესაბამისი უმაღლესი განათლება;
** წარმოებაში მუშაობის გამოცდილება.

ფუნქციები და მოვალეობები:

** მანქანა-დანადგარებთან მუშაობა;
** დანადგარების კონტროლი, საჭიროებისამებრ დანადგარის შეზეთვა/შეპოხვა;
** მანქანა-დანადგარების მუშაობის პროცესში ხარვეზის აღმოჩენა და ამ ხარვეზის დროული აღმოფხვრა;
** დანადგარისთვის საჭირო ნაწილების მოძიება და შეცვლა;
** ხელმძღვანელის მიერ მოცემული სხვა დავალებების შესრულება.

პიროვნული თვისებები:

** კარგი ადაპტაციის და ახალი სამუშაოს ადვილად ათვისების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

კომპანია გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევას და სამუშო დროს კვებას.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV ფოტოსურათით) შემდეგ ელ. მისამართზე: k.tabutsadze@lazetti-tobacco.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია - "სიგარეტის შემფუთავი მანქანის მექანიკოსი" - წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავების და გასაუბრების საფუძველზე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |