www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კვების მრეწველობის სპეციალისტი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი / განცხადების ვადა: 3 ოქტომბერი

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. "KTW ჯგუფის" მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. "KTW ჯგუფი" ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას კვების მრეწველობის სპეციალისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: აგრო - ჩოხატაური
სამუშაო გრაფიკი სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ქიმიური ან ტექნოლოგიური (კვების) მიმართულებით;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** საკონსერვო წარმოება კვების დარგში.

ფუნქციები და მოვალეობები:

** ხილის და ბოსტნეულის გადამამუშავებელ საწარმოში ტექნოლოგიური პროცესების მართვა და კონტროლი.
** ნედლეულის მიღების კონტროლი.
** ნედლეულისა და მზაპროდუქციის კონტროლი.
** ტექნოლოგიური რეჟიმების დაცვა.

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კვების მრეწველობის სპეციალისტი".

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

სააპლიკაციო ფორმები მიიღება 2020 წლის 03 ოქტომბრის ჩათვლით.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |