www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: მედისონ ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი / განცხადების ვადა: 3 ოქტომბერი

ამბულატორიული ქსელი "მედისონ ჰოლდინგი" შვილობილი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან, მოქმედ ადგილობრივ კანონმდებლობასთან და ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, კონტროლი და ანალიტიკა;
** დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი;
** საკანონმდებლო მოთხოვნების მკაცრი დაცვით მარეგულირებელ ორგანოებში ინფორმაციის სიზუსტის და დროული წარდგენის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** საბუღალტრო გატარებებისთვის აუცილებელი პირველადი დოკუმენტაციის სტანდარტების შექმნა და კომპანიის მასშტაბით მათი დაცვის კონტროლი;
** საბუღალტრო სისტემაში ინფორმაციის აღრიცხვის სიზუსტის და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
** კომპანიის მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული საგადასახადო და ფინანსური რისკების შეფასება და მათ მინიმიზაციაზე მუდმივი ზრუნვა;
** საგადასახადო ხარჯების ოპტიმიზაციის მუდმივი ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;
** თვის/წლის დახურვის პროცესების კონტროლი;
** საგადასახადო და ფინანსური აუდიტის დროს, კომპანიის სახელით ურთიერთობის წარმართვა აღნიშნულ ორგანოებთან, საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობაში და კომპანიის ინტერესების მაქსიმალური დაცვით;
** საბუღალტრო სამსახურის მიზნების და მასში დანერგილი პროცესების პერიოდული კომპლექსური ანალიზი ოპტიმიზაციის და აქტუალიზაციის მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის განათლება ფინანსების მიმართულებით;
** ACCA და ან სხვა ბუღალტერიის კურსი;
** ანალოგიურ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
** MS Office და 1C ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** ფინანსთა სამინისტროს ინსტრუქციები და სხვა კანონმდებარე აქტების ცოდნა;
** აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი სრული;
** სამუშაო ადგილმდებარეობა ქ.თბილისი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე hr@medison.ge და თემის (subject) ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ბუღალტერი".

ამბულატორიული ქსელი "მედისონ ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |