www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ზიმო-7
გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი / განცხადების ვადა: 3 ოქტომბერი

საგზაო-სამშენებლო კომპანია "ზიმო-7" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე, კომპანიის მფლობელობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სამუშაოდ (თვითმცლელები, ექსკავატორები და ა.შ.)

მდებარეობა: ბათუმი.

მოვალეობები:

** ავტომანქანის მართვა და მოვლა;
** საწვავის ხარჯის აღრიცხვა;

მოთხოვნები:

** მართვის მოწმობის B C კატეგორიების ფლობა;
** სასურველია მართვის მოწმობის E კატეგორიის ფლობა;
** ასაკი 30 წლიდან;
** მოძრაობის წესების სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია 2-წლიანი გამოცდილება ანალოგიურ სფეროში;
** პუნქტუალობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;

პირობები:

** ავტომობილებს ვუზრუნველყოფთ საწვავით, და ყველა სხვა სერვისით.
** სამუშაო სრული განაკვეთი;

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით და გადმოაგზავნეთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელფოსტაზე: info@zimo7.ge

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ზიმო-7"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 3 ოქტომბერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |