www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უნივერსალური მოლარე
მომწოდებელი: გოა კრედიტი
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" 2008 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე თბილისსა და რეგიონებში. ამჟამად "გოა კრედიტი" წარმოდგენილია ოქროსა და ვერცხლის სალომბარდე სესხით.

საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მოლარის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 24 საათი, ცვლა ყოველი მესამე დღე-ღამე.
ანაზღაურება ექვსთვიან საგამოცდო პერიოდში 60 ლარი 24 საათში, საგამოცდო პერიოდის გასვლის შემდეგ 65 ლარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ძვირფასი ლითონების მიღება, შეფასება;
** სალომბარდე სესხის გაცემა;
** მომხმარებელთან ეფექტური და სწრაფი მომსახურება;
** კომპანიის პროდუქტების გაყიდვებში აქტიური ჩართულობა;
** ვადაგადაცილებული სესხების კონტროლი;
** პორტფელის მართვა;
** ფაილინგის მოწესრიგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ამ სფეროში 1-2 წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** პუნქტუალურობა;
** მუდმივი მზაობა დახმარებისთვის;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი გასაუბრებაზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე hr@goacredit.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება-"უნივერსალური მოლარე".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |