www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სასტუმრო ჰესტია
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

"რუფტოპ ბარი ამორა" განთავსებულია თელავში, სასტუმრო "ჰესტიაში", კვირიკე დიდის 109 ნომერში, თელავის ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ უბანში, ზუზუმბოზე. ამ ეტაპზე, კაფეში იმუშავებს ოთხი 4-კაციანი მაგიდა ტერასაზე, და ასევე 4 მაგიდა შიდა, მანსარდულ სივრცეში.

პოზიცია: მიმტანი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში ხუთი დღე საღამოს 18:00-დან 23:00 საათამდე.
დასვენების დღეები: ორშაბათი და სამშაბათი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მომხმარებლებთან ურთიერთობის გამოცდილება, თუმცა არა აუცილებელი
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** ენერგიულობა;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა.

ანაზღაურება ექვემდებარება მოლაპარაკებას და დამოკიდებულია როგორც გამოცდილებაზე, ასევე ბარის დატვირთულობაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტის მისამართზე: myhotelhestia@gmail.com

ინფორმაციისთვის, იხილეთ სასტუმროს ბმული, სადაც განთავსებულია "ამორა - რუფტოპ ბარი და ტერასა": https://www.facebook.com/hotelhestia



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |