www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის მართვის უმცროსი ინჟინერი
მომწოდებელი: ლიბერთი ბანკი
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

ლიბერთი ბანკი ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს ავტომატური ტესტირების სპეციალისტის პოზიციაზე, რათა შეიმუშაოს და განახორციელოს პროგრამული პროდუქტების ავტომატური ტესტირება.

მოვალეობები:

** ბიზნეს-პროცესების და IT-სერვისების ავტომატური ტესტირება, Regression Testing, Functional Testing, Integration Testing, Smoke Testing.
** სცენარების ავტომატური Regression ტესტ-სცენარების შემუშავება თანამედროვე მატესტირებელი ტექნოლოგიების გამოყენებით;
** ავტომატური ტესტირების განხორციელება Selenium WebDriver, Java და Jenkins ტექნოლოგიების გამოყენებით
** ბანკში არსებული სისტემების Performance(Stress, Load) Testing ;
** ავტომატური ტესტის შედეგის ანალიზი, შეცდომების აღწერა და მონიტორინგი
** ავტომატური ტესტების გაშვება პროგრამული უზრუნველყოფის განახლებამდე
** Agile გუნდთან ერთად მუშაობა, პროექტის მოთხოვნების გაანალიზება, ავტომატური ტესტირების განვითარება, რეკომენდაციები, QA დოკუმენტაციის შემუშავება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
** სასურველია სამუშაო გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში.
** ავტომატური ტესტირების სისტემების ცოდნა, სასურველია: Selenium, Apache JMeter
** პროგრამული ენების ცოდნა საბაზისო დონეზე: Java, C#
** სკრიპტინგ ენები: JavaScript, HTML, CSS
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2020 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).
კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |