www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ზარალების მართვის სატელეფონო კონსულტანტი - რეზერვი
მომწოდებელი: იმედი L
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" აცხადებს ვაკანსიას ზარალების მართვის სატელეფონო კონსულტანტის რეზერვის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დაზღვეულების სატელეფონო ზარების მიღება და მათი იდენტიფიცირება;
** დაზღვული პაციენტისათვის ოჯახის ექიმთან და სპეციალისტებთან ვიზიტის დაგეგმვა
** გეგმიურ და გადაუდებელ შემთხვევებში სამედიცინო დაწესებულებებში გადამისამართება, მომსახურების ორგანიზება და ინფორმაციის შესაბამისი პროგრამული ასახვა;
** მომხმარებლებისათვის სადაზღვევო პოლისის პირობების შესახებ საჭირო ინფორმაციის მიწოდება (ხელშეკრულებიდან შესაბამისი მუხლის/პუნქტის გათვალისწინებით).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო განათლება ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (განიხილებიან როგორც მედიცინის, სტომატოლოგიის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ფარმაციისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები);
** სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.​

აუცილებელი უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy.callcenter@ghg.com.ge​ და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 07.10.2020 წელი.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომით ურთიერთობისის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |