www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავტობუსის ასისტენტი
მომწოდებელი: თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

"თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა" აცხადებს ვაკანსიას ავტობუსის ასისტენტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მოსწავლეების უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფა სკოლის ავტობუსში;
** საჭიროების შემთხვევაში, მშობლებთან კონტაქტი.

ძირითადი მოთხოვნა: აუცილებელია ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და არაკონფლიქტურობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** ენერგიული, თავაზიანი.

დამატებითი ინფორმაცია:

სამუშაო საათები: სკოლის ავტობუსი მოძრაობს მხოლოდ შემდეგ საათებში: დილით 7:30-8:30, შუადღით 3:30-4:30 და 4:30-5:30. შესაბამისად, ავტობუსის ასისტენტის სამუშაო საათები განისაზღვრება აღნიშნული დროით.
ხელფასი: გამომუშავებით, თვეში დაახლოებით 200 ლარი
სამუშაოს დაწყების თარიღი: რაც შეიძლება მალე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელ.მისამართზე: recruitment@bist.ge და ელ.წერილის სათაურის ველში მიუთითეთ "Bus Assistant Vacancy".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |