www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: Kärcher
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

"კერხერ-საქართველო" წარმოადგენს დასუფთავების ტექნოლოგიის მსოფლიო ლიდერის, "Alfred Karcher SE & Co.KG"-ს ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში, რომლის შოურუმებიც მდებარეობს თბილისსა და ბათუმში, იგი ასევე ზედამხედველობას უწევს კერხერის ოფიციალურ დილერებს და საცალო მაღაზიებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

"კერხერ-საქართველოს" გუნდი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (10:00-19:00);
სამუშაო დღეების რაოდენობა: 5

გაყიდვების კონსულტანტის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთან კომუნიკაცია და პროდუქციის მახასიათებლების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოწოდება;
** გაყიდული ნივთის გატარება და შემოწმება;
** ნივთის გაფორმება, საგარანტიო ტალონის შევსება და მომხმარებლისთვის პირობების გაცნობა;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას, პროცედურების სრული დაცვა;
** მაღაზიაში წარმოებული ფინანსური ოპერაციების დღის დახურვა;
** შემოსული პროდუქციის ჩამოტვირთვა მანქანებიდან და დასაწყობება;
** ტვირთის საწყობიდან გამოტანა და მაღაზიაში სტანდარტების შესაბამისად განლაგება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია 1C პროგრამის ცოდნა
** სასურველია MS Office პროგრამების ცოდნა.
** სასურველია მოლარე-კონსულტანტად მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მოტივირებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაბელობა და კლიენტზე ორიენტირებულობა
** დადგენილ ვადებსა და სტრესულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** სიახლეებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე/CV მისამართზე: tatia.machitidze@ge.kaercher.com და გთხოვთ "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |