www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: 1C დეველოპერი
მომწოდებელი: OneSoft
გამოქვეყნდა: 8 სექტემბერი / განცხადების ვადა: 8 ოქტომბერი

კომპანია "OneSoft", 1C-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას 1C დეველოპერის პოზიციაზე.

კომპანია "OneSoft" წარმოადგენს 1C-ის მაღალხარისხიანი სისტემების პროვაიდერს საქართველოს ბაზარზე. კომპანიის მისიაა, ხელი შეუწყოს ბიზნეს-პროცესების სისტემატიზებული მართვის განვითარებას, ხოლო მიზანი- 1C-ის უახლესი პროგრამული გადაწყვეტების ხელმისაწვდომის ზრდა და ბიზნესის თანამედროვე მართვის კულტურის დამკვიდრებაა.

დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ, იხილოთ საიტზე: http://www.onesoft.ge

სამუშაო მოთხოვნები:

** პროგრამირება 1C-ის 8.2 და 8.3 პლატფორმებზე
** კონფიგურაციაზე მუშაობა, აწყობა, ადმინისტრირება, მხარდაჭერა
** დამატებითი ანგარიშების და დამუშავებების შექმნა
** კონფიგურაციის შექმნა/აწყობა, შემუშავება, დანერგვა, განახლება, მოდელირება, მხარდაჭერა
** არსებულ ბაზებზე მუშაობა, მონაცემების გაცვლა არსებულსა და სხვა ბაზებს შორის

პოზიციისთვის საჭირო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** პროგრამული ენების ცოდნა
** სტუდენტურ ან კომერციულ პროექტებში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება
** მონაცემების დამუშავებისთვის საჭირო ძირითადი ალგორითმების ცოდნა
** პროგრამული კოდის ტესტირების უნარი
** ტექნიკური დოკუმენტაციის რუსულ ენაზე წაკითხვის / გაანალიზების უნარი
** შემოქმედებითი აზროვნება, სწავლის მიმართ გახსნილობა
** აქტიურობა და მიზანმიმართულობა

სასურველია:

** სპეციალისტის სერტიფიკატის ქონა - "Cпециалист по платформе 1С 8"
** "1C Предприятие 8"-ის მაღალ დონეზე ცოდნა (ადმინისტრირება, კონფიგურაციის შექმნა, პროგრამირება)
** კონფიგურაციაზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება და 1C-ის სხვა სისტემებთან ინტეგრაციის მეთოდების ცოდნა
** პლატფორმის მექანიზმების ცოდნა, მონაცემების გაცვლის უნივერსალური მექანიზმის ცოდნა, ინფორმაციული ბაზების განაწილების მექანიზმის ცოდნა
** ბუღალტრული, საგადასახადო, ფინანსური, სასაწყობე და მენეჯერული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა
** უპირატესობად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 3 წლისა, აქედან არანაკლებ 1 წლისა 8.2 / 8.3 ვერსიაზე
** უპირატესობად ჩაითვლება მსხვილ პროექტებში მონაწილეობა, რომელთა ფარგლებშიც მოხდა პროცესების ავტომატიზაცია 1C 8 პლატფორმაზე

სამუშაო პირობები:

** სრული სამუშაო განაკვეთი (კვირაში 40 სამუშაო საათი)
** ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@1soft.ge

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

"OneSoft" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |