www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლოჯისტიკის მუშა-ოპერატორი
მომწოდებელი: ლაზიერი
გამოქვეყნდა: 8 სექტემბერი / განცხადების ვადა: 8 ოქტომბერი

ლაზიერი, 3500 კვ.მ. საწარმოო ფართზე გაშლილი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ახალი ქართული ავეჯის მრავალპროფილიანი საწარმოა, რომელიც თბილისში, ფეიქრების 12-ში მდებარეობს.

ჩვენ წარმოვადგენთ მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულ ქართულ ბრენდს, რომელიც აღჭურვილია უახლესი ევროპული მანქანებით, მათ შორის ძირითადი საწარმოო ხაზები 2019 წლის დასაწყისში წარმოებული იტალიური, გერმანული და ესპანური დანადგარებითაა დაკომპლექტებული.

შპს "ლაზიერი" მუშაობს მაღალი ხარისხის ხის, ხის კომპოზიტების (MDF-DSP- Laminate), კორიანის (DuPont`s Corian®), ნეოლითის (TheSize`s Neolith®), მეტალის და სხვა კომპოზიტური მასალებით. ჩვენ ვქმნით ავეჯს სახლისთვის, კომერციული ობიექტებისთვის, საჯარო სივრცეებისთვის და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - სპეციფიკური დანიშნულების ავეჯს. ვმუშაობთ ექსტერიერის და ინტერიერის მოპირკეთებაზე, ფასადებსა და დეკორატიულ აქსესუარებზე.

ლაზიერი ეძებს გუნდის ახალ წევრს ლოჯისტიკის მუშა-ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობებია:

** ნედლეულის დაცლა და დასაწყობება;
** ნედლეულის ხარისხის კონტროლი;
** საწარმოს დალაგება, დასუფთავება;
** საჭიროებისამებრ მანქანის (სპრინტერის) ტარება დავალების შესაბამისად;
** მანქანის დატვირთვის უზრუნველყოფა;
** ნედლეულის დაუზიანებლად გადაადგილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** კეთილსინდისიერება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სპრინტერის ტიპის მანქანის ტარება;
** B, B1 კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა.

თავდაპირველ ეტაპზე ანაზღაურება მოცემულ პოზიციაზე განისაზღვრება 800 ლარის ოდენობით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: Ajangavadze@Lazieri.com

ყურადღება! გთხოვთ სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის და პოზიციის დასახელება.

ჩვენი წარმოება მდებარეობს თბილისში, ფეიქრების 12.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი 09:00 - 18:30

გაიგეთ მეტი ჩვენს შესახებ:

http://www.Lazieri.com
http://www.Facebook.com/LazieriGeo
Instagram.com/LazieriGeorgia



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |