www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მძღოლი/კურიერი
მომწოდებელი: აპტოსი
გამოქვეყნდა: 8 სექტემბერი / განცხადების ვადა: 8 ოქტომბერი

"აპტოსი" არის სახისა და სხეულის კორექციის მსოფლიოში ცნობილი აპტოსის ძაფების მწარმოებელი ქართული კომპანია. 24 წლიანი ისტორია 1996 წელს დაიწყო, როდესაც პროფესორმა მარლენ სულამანიძემ გამოიგონა მსოფლიოში პირველი, კბილანებიანი ძაფი [barbed thread], რამაც საფუძველი ჩაუყარა ესთეტიკური მედიცინის ახალ მიმართულებას - ძაფებით ლიფტინგს [thread lifting].

აპტოსს ეკუთვნის ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით კოსმეტიკურ ძაფზე პირველი საერთაშორისო პატენტი და სერიული წარმოების ლიცენზია.

აპტოსი არის პირველი ქართული კომპანია, რომელსაც CE [Conformité Européene] ნიშანი აქვს სამედიცინო პროდუქტზე, რაც იძლევა ექსპორტის საშუალებას ევროპის ყველა ქვეყანაში. აპტოსის ძაფები 70-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება ფართო მასშტაბიანი სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით.

კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს თბილისში, წარმომადგენლობითი ოფისები მდებარეობს პრაღასა და ბერლინში.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.aptos.global/

"აპტოს"-ი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე მძღოლი/კურიერი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის და დოკუმენტაციის მიტანა დანიშნულების ადგილამდე
** თანამშრომლების ტრანსპორტირება საჭიროების მიხედვით

მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა - B კატეგორია
** სასურველია D კატეგორიის მართვის მოწმობა
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** მოწესრიგებული
** პუნქტუალური
** ენერგიული
** მომსახურებაზე ორიენტირებული

ვაკანატური პოზიცია არის სრული განაკვეთით, სამუშაო დღეებია: ორშაბათი-პარასკევი 9:30სთ-დან 18:00სთ-მდე.

ჩვენ გთავაზობთ:

** გაყიდვების გეგმასთან მიბმულ ბონუსებს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კვებას
** საჭიროებიდან გამომდინარე, არასამუშაო საათებში მუშაობის შემთხვევაში, ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას
** ფასდაკლებას კომპანიის მომსახურებასა და პროდუქციაზე

თუ სრულად აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ არაუგვიანეს 20 სექტემბრისა გამოგზავნოთ პროფესიული ავტობიოგრაფია/CV და სარეკომენდაციო წერილი წინა სამუშაო ადგილიდან, შემდეგ ელ. ფოსტაზე hr@aptos.ge და სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მძღოლი".

დავუკავშირდებით, მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "აპტოს"-ის ან შპს "აპტოს"-ის უფლებამოსილი პირის მიერ, სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. პირი, აპლიკაციის მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, ადასტურებს და თანხმდება წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშალა ან განადგურება. ამ შემთხვევაში, შპს "აპტოს", ისევე როგორც შესაბამისი უფლებამოსილი პირი, 15 დღის ვადაში გაასწორებს, განაახლებს, დაამატებს, დაბლოკავს, წაშლის, გაანადგურებს მიღებულ ინფორმაციას ან მიიღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |