www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკოსი
მომწოდებელი: ალტა რითეილი
გამოქვეყნდა: 8 სექტემბერი / განცხადების ვადა: 8 ოქტომბერი

შპს "ალტა რითეილი"-ს საცალო ქსელი წარმოდგენილია 11 სავაჭრო ობიექტით მთელი ქვეყნის მასშტაბით და სათავო ოფისით ქ. თბილისში. ვთანამშრომლობთ ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Apple, Samsung, Asus, Intel, Canon, Sony, HP, Panasonic, Lenovo, Huawei, AEG, Zanussi, Hansa, Candy, Indesit, Ariston, და ა.შ.

"ალტა რითეილი"-ს მთავარ ღირებულებას მომხმარებლების, თანამშრომლების, პარტნიორებისა და საზოგადოების კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა წარმოადგენს. ჩვენ შევძელით, საუკეთესო ექსპერტული კონსულტაციით, სანდოობით, ბაზარზე მუდმივი საიხლეებისა და ინოვაციების დანერგვით, მოგვეპოვებინა ტექნიკის გაყიდვის სფეროში წამყვანი კომპანიის სახელი.

პოზიცია: ტექნიკოსი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქუთაისი, გორი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება პროდუქტის ფუნქციონალურ თუ ტექნიკურ მახასიათებელზე;
** შეძენილი პროდუქტის შემოწმება და სხვადასხვა ფუნქციების დემონსტრირება;
** შეძენილი პროდუქტისთვის ლიცენზირებული პროგრამების შეთავაზება და ინსტალირება;
** მომხმარებლის მიერ პროდუქტის ექსპლუატაციისა თუ მახასიათებლების ირგვლივ დასმულ შეკითხვებზე სრულყოფილი პასუხის გაცემა და მოხმარების წესების და თავისებურებების გაცნობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ოპერაციული სისტემა Windows-ის და პერსონალური კომპიუტერის ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
** ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** ენერგიული;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** დეტალებზე ორიენტირებული.

აუცილებელია ფლობდეს სმარტფონს.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancyaltaretail@alta.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |