www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტურ-ოპერატორის სასერტიფიკატო პროგრამა
მომწოდებელი: Discover Georgia
გამოქვეყნდა: 8 სექტემბერი / განცხადების ვადა: 8 ოქტომბერი

მრავალპროფილიანი ტურისტული ორგანიზაცია "აღმოაჩინე საქართველო"-ს სასწავლო ცენტრი გთავაზობთ სამუშაო დაფუძნებულ ტურ-ოპერატორის სასერტიფიკატო პროგრამას.

პროგრამის მიზანია შემომყვანი და გამყვანი ტურიზმის მიმართულებით ტურიზმის ინდუსტრიის პრაქტიკული სამუშაოების დაუფლება და საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება.

სასწავლო ცენტრის უნიკალურობა გამოიხატება იმაში, რომ მოქმედი ტურისტული კომპანია და სასწავლო ცენტრი არის ერთ სივრცეში, ერთი ფანჯრის პრინციპით.

გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე (ორშაბათი - პარასკევი) 14:00-18:00

პრაქტიკის განმავლობაში პრაქტიკანტები შეისწავლიან და გაეცნობიან შემდეგ თემებსა და საკითხებს:

** ტურების ფორმირება საქართველოსა და საზღვარგარეთ
** ოფიციალური კორესპონდენცია
** საერთაშორისო კორპორატიული და დიპლომატიური პროტოკოლი
** ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება
** ტურების ბიუჯეტირება
** განხორციელებული ტურის მონიტორინგი
** ავიაბილეთების დაჯავშნა
** საერთაშორისო და ადგილობრივი დაჯავშნის სისტემები
** სავიზო პროცედურები
** Service Plus
** Outlook Microsoft Office
** გაყიდვების სპეციფიკა
** პერსონალის შერჩევა თანამედროვე მართვის პირობებში
** მიმდინარე სიახლეები და გამოწვევები საქართველოსა თუ მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიაში
** საინფორმაციო გასვლითი ტურები
** ტურისტული კომპანიის რეალური ფუნქციონირება - პარტნიორები, მომხმარებლები, თანამშრომლები.

პრაქტიკის წარმატებით გავლის შემდგომ პრაქტიკანტს გადაეცემა სერთიფიკატი (Eng, Geo), რომელზეც აისახება ყველა ის პრაქტიკული უნარ-ჩვევები და გამოცდილება, რომელიც პრაქტიკანტმა მიიღო განვლილი კურსის განმავლობაში.

პრაქტიკის თითო ეტაპის საფასურია 750 ლარი, რომლის გადახდა შესაძლებელია 2 ეტაპად.

შემომყვანი ტურიზმის მიმართულება:

დაწყების თარიღი: 14 სექტემბერი - 2 ოქტომბერი
საფასური: 750 ლარი.

გამყვანი ტურიზმის მიმართულება:

დაწყების თარიღი: 5-23 ოქტომბერი
საფასური: 750 ლარი

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელეფონი: +995 579 97 34 34; +995 592 12 82 82
ელ.ფოსტა: hr@discovergeorgia.ge

მისამართი: წინანდლის 17, თბილისი, 0114, საქართველო.

რეგისტრაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: http://www.shorturl.at/hmsFV



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |