www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: მაქს კომფორტი
გამოქვეყნდა: 8 სექტემბერი / განცხადების ვადა: 8 ოქტომბერი

კომპანია "მაქს კომფორტი" 2006 წლიდან ახდენს გათბობის/გაგრილების/ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების რეალიზაციას საქართველოს ბაზარზე. კომპანია თავიანთ მომხმარებელს სთავაზობს, როგორც უმაღლესი ხარისხის პროდუქციას , ასევე კონსულტაციას, პროექტირებას, ინსტალაციას და შეუფერხებელ საგარანტიო და საგარანტიო ვადის შემდგომ მომსახურებას.

კომპანია "მაქს კომფორტი" ეძებს ახალგაზრდა, ენერგიულ, სწავლისა და განვითარების სურვილის მქონე კადრებს გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დღის განმავლობაში საჭირო ინფორმაციის დამუშავება;
** მომხმარებლის საჭიროების დადგენა და მისი ინტერესების მიხედვით, შესაბამისი მომსახურების გაწევა;
** პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
** პროდუქციის შეთავაზება, მახასიათებლების ახსნა/დემონსტრირება, დაინტერესების შემთხვევაში ინვოისის მომზადება და მომხმარებლის მოლარე-ოპერატორთან გადამისამართება;
** მომხმარებლისთვის ალტერნატიული პროდუქტის შეთავაზება
** დამსაქმებლის მიერ მოთხოვნილი, ზემოთ აღნიშნულ პასუხისმგებლობებთან დაკავშირებული, სხვა დავალებები და მოვალეობები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ნებისმიერი მიმართულებით;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
** ორგანიზებულობა და სხვადასხვა დავალების ერთდროულად შესრულების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაცია და რეპორტინგი;

პიროვნული თვისებები:

** წესრიგსა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** დარწმუნების და სასურველი შედეგის მიღწევის უნარი;
** მუშაობის უნარი როგორც გუნდურად, ასევე დამოუკიდებლად
** დროის მართვის უნარი;
** ინფორმაციის ეფექტური ანალიზის და გადაცემის უნარი;
** ძლიერი პირადი მოტივაცია და წარმატების სურვილი;
** შრომისმოყვარე, ენერგიული და დისციპლინირებული;
** სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა;

სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი, 10:00-19:00
ანაზღაურება: ფიქსირებული
სამუშაო განაკვეთი: სრული

დაინტერესებულ აპლიკანტებს, რომელთა გამოცდილება და უნარები თანხვედრაშია ჩვენს მოთხოვნებთან გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მისამართზე hr@maxcomfort.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების სპეციალისტი"

გაცნობებთ, რომ პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა მკაცრად იქნება დაცული და არ დაიშვება მესამე პირისთვის გადაცემა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

"მაქსკომფორტი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |