www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: Legal Service Group
გამოქვეყნდა: 8 სექტემბერი / განცხადების ვადა: 8 ოქტომბერი

"Legal Service Group" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 500-დან 700 ლარამდე ("ხელზე" კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის საკანცელარიო-ადმინისტრაციული პროცესის ოპერატიული დაგეგმვა და მართვა: კომპანიის თანამშრომლების საკანცელარიო თუ სხვა სამუშაოსთვის აუცილებელი ინვენტარით დროული მომარაგება (მოძებნა, შეკვეთა, დასაწყობება, განაწილება და ა.შ.);
** თანამშრომელთა საწვავის გაცემის პროცედურის კონტროლი (ამზადებს შესაბამის დოკუმენტაციას);
** გასული და შემოსული წერილების კონტროლი (ნუმერაციის მინიჭება, აღრიცხვა, აღრიცხვის ჟურნალის წარმოება, და ა.შ.);
** კომპანიის სტუმართა მიღება/დახვედრის პროცესის მართვა - დახვედრა (მძღოლის/კურიერის კოორდინაცია), სასტუმროს დაჯავშნა, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და ა.შ.);
** კომპანიის თანამშრომელთა სამივლინებო (როგორც ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით) პროცესის ორგანიზაციული საკითხების მოგვარება სრულად (საჭირო დოკუმენტაციის მოგროვება, ბილეთებისა და საცხოვრებელი ადგილის დარეზერვება, საჭიროების შემთხვევაში ვიზის მომზადება, ფინანსურ დეპარტამენტში შესაბამისი დოკუმენტაციის ჩაბარება და ა.შ.);
** ტრენინგების საორგანიზაციო საკითხების მოგვარება (სატრენინგო ოთახის მომზადება, შესაბამისი ინვენტარითა და საჭირო პროდუქციით უზრუნველყოფა და ა.შ.);
** შეხვედრების დაგეგმვა და მართვა;
** თათბირის ოქმის წარმოება (საკითხების/დავალებების ჩანიშვნა, დამუშავება, ელექტრონულად გაწერა და პასუხისმგებელ პირთათვის გაგზავნა);
** საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციული დოკუმენტაციის თარგმანით უზრუნველყოფა;
** კურიერის/მძღოლის გრაფიკის ოპტიმალური დაგეგმვა და მართვა;
** დირექტორატის შეხვედრების ორგანიზება;
** საჭიროებისამებრ თანხების მოთხოვნა და გახარჯული თანხების შესაბამისი ფორმატით ბუღალტერიისთვის მიწოდება;
** კორპორაციული ფოსტის მართვა (თანამშრომელთა მოთხოვნის შესაბამისად, ფოსტის გამოძახება და ამანათის გადაცემა, შესრულების კონტროლი);
** ოფისში შემოსულ ზარებსა და ელფოსტაზე პასუხი და შესაბამისი გადამისამართება;
** გასაუბრებაზე დასაბარებელ კანდიდატებთან სატელეფონო კომუნიკაციის წარმოება;

აუცილებელი მოთხოვნები:

** ასაკი 23-დან 35 წლამდე
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წელი
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ან რუსული ენის მაღალ დონეზე ფლობა;
** MS Office პროგრამების სამუშაო დონეზე ფლობა;
** მართვის მოწმობა (სასურველია)

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: legalservicegroup511@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |