www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უფროსი 2D არტისტი
მომწოდებელი: appidea.com
გამოქვეყნდა: 9 სექტემბერი / განცხადების ვადა: 9 ოქტომბერი

"Appidea" აცხადებს ვაკანსიას უფროსი 2D არტისტის თანამდებობაზე.

"Appidea"-ში ვქმნით მაღალი სტანდარტის მობილურ თამაშებს, რომლებსაც ათობით მილიონი ადამიანი თამაშობს. ვართ დაკომპლექტებული კრეატიული და გამოცდილი პროფესიონალებით თბილისის, კიევის და ლონდონის ოფისებში.

მინიმალური მოთხოვნები:

** არსებითი გამოცდილება Adobe Photoshop-ში;
** არსებითი გამოცდილება Adobe Illustrator-ში;
** გრაფიკული პლანშეტით (დიჯიტაიზერით) ხატვის უნარი;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მხატვრის ან დიზაინერის პოზიციაზე;
** კომპიუტერული და მობილური თამაშების მიმართ ინტერესი;
** კრეატიულობა;
** შრომისმოყვარეობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

პლუსად ჩაითვლება:

** გამოცდილება UI და UX დიზაინში;
** გამოცდილება 3D ობიექტების ტექსტურირებაში;
** გამოცდილება 3D პროგრამებში: MAYA, BLENDER ან 3DS MAX;
** გამოცდილება "Unity Engine"-ში: ასეტების ინტეგრაცია, ანიმაცია და UI;
** გამოცდილება მობილური აპლიკაციების, ონლაინ თამაშების და მულტიპლიკაციური პერსონაჟების შექმნაში;
** ანიმაციური და სამონტაჟო პროგრამების ცოდნა: Spine, Anime studio, after effect;

სამუშაო განრიგი: სრული (10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, შაბათ-კვირის გარდა).
ანაზღაურება: 1500-3500 ლარი, კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით, მომავალში ზრდის პერსპექტივით + ბონუს სისტემა.

დაინტერესებულ პირებს, რომელთაც გააჩნიათ საჭირო ცოდნა და გამოცდილება, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და აგრეთვე რეფერენსი თქვენს ნაშრომებზე შემდეგ, ელექტრონულ მისამართზე: vacancy@appidea.com მხოლოდ CV რეფერანსის გარეშე არ განიხილება.

გთხოვთ, Subject-ად მიუთითეთ "Senior 2D Artist



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |