www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პირადი მენეჯერი
მომწოდებელი: ევროინს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 28 სექტემბერი

სს "სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე პირადი მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სრული უმაღლესი სამედიცინო განათლება (მედიცინის, სტომატოლოგიური, ჯანდაცვის ფაკულტეტი);
** სასურველია სადაზღვევო კომპანიაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პრაქტიკოს ექიმად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დაზღვეულების პირისპირ და სატელეფონო მომსახურება;
** დაზღვეულთა იდენტიფიკაცია;
** პროგრამულ უზრუნველყოფაში დაფიქსირებული შეტყობინებების გაცნობა;
** დაზღვეულთა ინფორმირება და კონსულტირება ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე;
** დაზღვეულთა ინფორმირება და კონსულტირება სამედიცინო მომსახურეობის მიღების წესებთან დაკავშირებით;
** კომპეტენციის ფარგლებში ანაზღაურების პროცესში ჩართვა;
** სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება და დაზღვეულისთვის მიწოდება;

პიროვნული მახასიათებლები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** გამართული მეტყველების უნარი;
** კომუნიკაციის (ზეპირი და წერილობითი) უნარი;
** ადაპტაციის უნარი;
** კოლეგიალურობა;
** დეტალებზე ორინეტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@euroins.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - პირადი მენეჯერი (ლათინური შრიფტით).

განაცხადები მიიღება 2020 წლის 28 სექტემბრამდე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |