www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დაცვის თანამშრომელი
მომწოდებელი: წისქვილი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი / განცხადების ვადა: 24 ოქტომბერი

შპს "წისქვილი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის თანამდებობაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი, ბელიაშვილის 99.

ძირითადი მოთხოვნები:

** სქესი: მამრობითი
** ასაკი: 18-დან 35 წლამდე
** სასურველია შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასურველია სამხედრო სამსახურში მუშაობის გამოცდილება.
** საშუალო ან უმაღლესი განათლება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ოპერატიული რეაგირების უნარი
** პუნქტუალურობა,
** ენერგიული და დისციპლინირებული.
** ორგანიზებული კონკრეტული საკითხების მიმართ
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სხვადასხვა ცვლა.
ხელფასი: 600 ლარი.

დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე: e.modebadze@tsiskvili.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ რეზიუმეს გადმოგზავნის შემთხვევაში შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.

წარმატებას გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |