www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი / განცხადების ვადა: 24 ოქტომბერი

ს.ს. "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" აცხადებს ვაკანსიას IT პროექტ მენეჯერის თანამდებობაზე

სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი

სამუშაოს ძირითადი ამოცანები და პასუხისმგებლობები:

** პროექტის დაგეგმვის, განხორციელებისა და დახურვის ფაზების ეფექტური მართვა;
** პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე მიზნების და ამოცანების განსაზღვრა;
** პროექტის განხორციელების გეგმის შემუშავება და შეთანხმება შესაბამის მხარეებთან;
** პროექტის განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტების მომზადება;
** პროექტის ფარგლებში შიდა რესურსისა და პარტნიორი კომპანიების კოორდინირება;
** პროექტში ჩართული დაინტერესებული მხარეებისთვის საჭირო ინფორმაციის დროულად მიწოდება;
** პროექტის განხორციელების პერიოდში ცვლილებების ეფექტური მართვა;
** პროექტის გეგმების შესრულების მონიტორინგი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

განათლება და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციულ ტექნოლოგიების ან ტექნიკური მიმართულებით;
** IT პროექტების მართვის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე ერთწლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;
** საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი კომპეტენციები და უნარ-ჩვევები

** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** ანალიზისა და შეფასების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ CV გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ufc.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 24 ოქტომბერი, 2020

შენიშვნა: წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |