www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ვადაგადაცილებული სესხების მართვის ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: ფინანსური ბიურო
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

"ფინანსური ბიურო" საქართველოში სესხების ყველაზე მსხვილი პორტფელის მქონე კომპანიაა, რომელიც ფინანსური ორგანიზაციებისგან შეისყიდის სესხებს და მომხმარებლებს მათ სრულად დაფარვაში ეხმარება.
ფინანსური ბიურო, საქართველოს მასშტაბით აერთიანებს 20 ფილიალს და 700-მდე თანამშრომელს.

"ფინანსური ბიურო" აცხადებს ვაკანსიას ვადაგადაცილებული სესხების მართვის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე ქუთაისში.

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი: 10:00 საათიდან 18:00 საათამდე; შაბათი: 10:00 საათიდან 13:00 საათამდე)

მოვალეობები:

** ჯგუფის ფორმირება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე და შედეგების ზრდაზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა;
** თანამშრომლებისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების პროცესის მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების კომპანიის შინაგანაწესის შესაბამისად მუშაობის და დისციპლინის უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; (MS Word; MS Excel; MS Outlook)

კომპეტენციები და უნარები:

** გუნდის მართვის და გუნდში მუშაობის უნარი;
** ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი; დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
** სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: fbvacancy@fbureau.ge "Subject"-ის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ვადაგადაცილებული სესხების მართვის ჯგუფის უფროსი ქუთაისი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |