www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ენგადი
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 ოქტომბერი

სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.

დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ანალიტიკოსის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი, ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი მოვალეობები:

** რეგულარული რეპორტების მომზადება დადგენილი წესის მიხედვით
** თვის შემაჯამებელი ანგარიშის მომზადება
** სხვადასხვა სახის ფასდაკლებების შესახებ რეგულარული ანგარიშის მომზადება
** დეპარტამენტის KPI რეპორტის მომზადება დადგენილი რეგულარობით
** გაყიდვების რეგულარული ანგარიშის მომზადება ობიექტებზე განთავსებული სარეკლამო ინვენტარების მიხედვით
** მინიმალური გაყიდვის მოცულობის განსაზღვრა ობიექტებზე განთავსებული სარეკლამო ინვენტარების შესაბამისად
** განხორციელებული პრომო აქციების ეფექტიანობის ანალიზი, შესაბამისი ანგარიშის მომზადება
** ფასდაკლებების ეფექტიანობის ანალიზი
** ობიექტებზე განთავსებული სარეკლამო ინვენტარის ეფექტიანობის ანალიზი, შესაბამისი ანგარიშის მომზადება
** გაყიდვების დინამიკის ამსახველი რეგულარული ანგარიშის მომზადება პროდუქტის სახეობების მიხედვით
** პორტფელში არსებული სახეობების ეფექტურობის ანალიზის წარმოება.
** SKU-ების ბრუნვის მაქსიმიზირებისთვის საჭირო ანალიტიკის წარმოება და გეგმის შემუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების/ეკონომიკის/ბიზნესის მიმართულებით)
** მსგავს პოზიციაზე (მონაცემთა ბაზებთან) მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
** MS Office (Excel მაღალ დონეზე)
** ინგლისური ენის ცოდნა

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** ძლიერი ანალიტიკური და ლოგიკური უნარები
** სიზუსტე, აკურატულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** საქმის ორგანიზების და სამუშაოს დადგენილ ვადებში შესრულების უნარი
** კომუნიკაციის უნარი

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი, 2020 წ.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: HR@engadi.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და სამუშაოს ადგილმდებარეობა.

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |