www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინჟინერ-ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: ჯეუ გრუპი
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

გზის სამშენებლო კომპანია "ჯეუ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკურ სამსახურში, ინჟინერ-ხარჯთაღმრიცხველის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათაო ოფისი.
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 სთ. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

მოვალეობები:

** სატენდერო დოკუმენტაციიდან ანალიტიკური განყოფილებისთვის საპროექტო მოცულობების მიწოდება;
** სამუშაოთა გეგმა-გრაფიკების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** შესრულებების წარდგენა;
** პროექტის ნახაზებისა და ხარჯთაღრიცხვით წარმოდგენილი მოცულობების შედარება და სხვაობის არსებობის შემთხვევაში სამსახურის უფროსისთვის გადაცემა;
** პროექტში ცვლილების დოკუმენტაციების მომზადება;
** შუალედური ფორმა #2-ს დამკვეთთან წარდგენა;
** ფორმა #2-ს შედგენისთვის ყველა საბუთის მომზადება (ლაბორატორიული დასკვნა, სერტიფიკატები, ფარული სამუშაოების აქტები და ა.შ.);
** ობიექტის დასრულებისას საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება;
** ობიექტებზე მასალების ჩამოწერა;
** სამშენებლო ობიექტების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში სამუშაოთა მწარმოებლებისათვის კონსულტაციის გაწევა შესასრულებელ მოცულობებთან დაკავშირებით;
** შესრულებული სამუშაოების შეთანხმება ზედამხედველ ორგანიზაციასთან;

მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება - გზების და ხიდების მშენებლობის განხრით;
** საპროექტო დოკუმენტაციასთან და ხარჯთაღრიცხვებთან მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი;
** სამშენებლო ნორმებისა და წესების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის საშუალო დონეზე ცოდნა;
** Autocad; MS officce ცოდნა;
** შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელობა, პუნქტუალურობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, სტრესულ სიტუაციაში, შეზღუდულ ვადებში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ 2020 წლის 29 ოქტომბრამდე გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: vacancy@jeugroup.ge

გთხოვთ, წერილის შინაარსში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |