www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის მენეჯერის თანაშემწე
მომწოდებელი: ჯიბე cash & carry
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

კომპანია "ჯიბე Cash & Carry" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე, თბილისში, თემქაზე - ისაკიანის #1.

"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი
ანაზღაურება: 700 ლარი

საწყობის მენეჯერის თანაშემწის ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიაში პროდუქციის მიღების პროცესის კონტროლი: პროდუქციის მითვლა, ზედნადების შედარება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
** მიღებული პროდუქციის დახარისხებისა და განთავსების მონიტორინგი;
** სავაჭრო დარბაზისათვის პროდუქციის დროულად მიწოდების მონიტორინგი;
** პროდუქციის შენახვისათვის საჭირო სანიტარული-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმების მონიტორინგი საწყობის ტერიტორიაზე;
** პროდუქციის ვადების კონტროლი, შესაბამისი მომწოდებლებისა და კატეგორიის მენეჯერის დროული ინფორმირება;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, მისი თანამდებობრივი ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასაწყობე ნაშთებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** საწყობის მართვის პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან საკონტაქტო ინფორმაცია, მისამართზე: hr@jibe.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |