www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უნივერსალური მოლარე
მომწოდებელი: გოა კრედიტი
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 2 ნოემბერი

საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" 2008 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე თბილისსა და რეგიონებში. ამჟამად "გოა კრედიტი" წარმოდგენილია ოქროსა და ვერცხლის სალომბარდე სესხით.

საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მოლარის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00, შაბათი 10:00-15:00
სამუშაო ადგილი: ქუთაისი
ანაზღაურება: 650 ლარი (ხელზე ასაღები)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ძვირფასი ლითონების მიღება, შეფასება;
** სალომბარდე სესხის გაცემა;
** კომპანიის პროდუქტების გაყიდვებში აქტიური ჩართულობა;
** პორტირების პროცესში ჩართულობა;
** ვადაგადაცილებული სესხების კონტროლი;
** პორტფელის მართვა;
** ფაილინგის მოწესრიგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ამ სფეროში 1-2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** პუნქტუალურობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@goacredit.ge. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |