www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბერძნულენოვანი კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი
მომწოდებელი: Lime Consulting
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 2 ნოემბერი

კომპანია "Lime Consulting" აცხადებს ვაკანსიას ბერძნულენოვანი კლიენტთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე.

თუ ფლობთ გერმანულ ენას და დაინტერესებული ხართ მომსახურების სფეროში მუშაობით, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე. განვიხილავთ როგორც გამოცდილ კანდიდატებს, ასევე დამწყებ სპეციალისტებს ვისაც სურვილი აქვს თავი გამოცადოს ახალ სფეროში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** არსებულ მომხმარებლებთან კომუნიკაციის დამყარება;
** კომპანიის პროდუქტების შესახებ მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** კორესპონდენციის მართვა/განხილვა;
** საჭიროებისამებრ ინფორმაციის მიწოდება სხვა დეპარტამენტებში;

საკვალიფიკაციო გამოცდილება და უნარები:

** ბერძნულად გამართული მეტყველების და წერის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის, თუმცა მისასალმებელია;
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;

რას გთავაზობთ:

** ფიქსირებული ანაზღაურება და საბონუსე სისტემა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** მეგობრული და თბილი კორპორატიული გარემო;
** კორპორატიული სწავლება;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა.

ჩვენი გუნდი მზად არის გაგიზიაროთ და გასწავლოთ კომპანიაში არსებული მუშაობის სპეციფიკა. ჩვენთან შეგეძლებათ შეისწავლოთ ის მნიშვნელოვანი უნარები რაც შემდგომი საქმიანობისთვის დაგჭირდებათ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: hr-tbilisi@limecs.net და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ბერძნულენოვანი კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |