www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლუდის ჩამომსხმელი
მომწოდებელი: ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 2 ნოემბერი

შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე", ქართული ხორცპროდუქტების კომპანია 1961 წელს დაარსდა, რომელიც დღემდე უზრუნველყოფს ხარისხის ტრადიციას ბაზარზე და ფლობს 150-მდე დასახელების უგემრიელეს ხორც-პროდუქტს.

კომპანია ზრუნავს პროდუქციის ხარისხზე, მუდმივად ნერგავს სიახლეებს და ახალ ტექნოლოგიებს, რამაც უზრუნველყო ნახევარსაუკუნოვანი წარმოების უწყვეტი პროცესი.

ქართული ხორცპროდუქტების კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, ხარისხის კონტროლი, სიახლეების ათვისება. კომპანიის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: http://www.vake.ge/ | https://www.facebook.com/vakeproducts/

შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე"-ს ესაჭიროება საფირმო მაღაზიაში ლუდის ჩამომსხმელი, გიწვევთ ლუდის ჩამომსხმელის ვაკანტურ პოზიციაზე.

მის: წყნეთი.

მოთხოვნები:

** ასაკი: 18 - დან 30 - წლამდე;
** სქესი: მამრობითი;
** სამუშაო გამოცდილება: სასურველია ხორცპროდუქტების სფეროში;
** საგანმანათლებლო ხარისხი: საშუალო;

ენები:

** ქართული - ძალიან კარგად;
** რუსული - სასურველია;
** ინგლისური - სასურველია;

ფოტოსურათი: აუცილებელია;
ანაზღაურება: ფიქსირებული / + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებში, თვეში 14 სამუშაო დღე)

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

** მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და ალკოჰოლური სასმელების შერჩევაში დახმარების გაწევა;
** ლუდის ჩამოსხმა, ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა;
** წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი;
** ძირითადი მოთხოვნები:
** გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy@vake.ge და სათაურის ველში - "subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "ლუდის ჩამომსხმელი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |