www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საკრედიტო ოფიცერი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 2 ნოემბერი

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას გამოცდილი საკრედიტო ოფიცრის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილდებარეობა: ხაშური
სამუშაო განაკვეთი: სრული

"კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 310 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორტფელს, დასაქმებული ყავს 1, 000-ზე მეტი თანამშომელი, ოპერირებს 50-მდე ფილიალით და ემსახურება 100, 000-ზე მეტ მომხმარებელს.

"კრისტალი" გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** საუკეთესო სამუშაო პირობებს

ძირითადი მოვალეობები:

** მიკრო-სესხების, მათ შორის აგრო, ბიზნეს და სამომხმარებლო სესხების დამუშავება/გაცემა;
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
** არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების შეთავაზება;
** სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებების დაგეგმვა და/ან მონაწილეობა;
** პოტენციურ კლიენტებთან ჩაღრმავებული ინტერვიუს ჩატარება;
** განაცხადის შევსება და მომხმარებლის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;
** მიღებული ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებით გადამოწმება;
** მიღებული ინფორმაციის ანალიზი;
** სესხის უზრუნველყოფის შეფასება;
** დამუშავებული ინფორმაციის კომიტეტზე წარდგენა;
** კომიტეტის გადაწყვეტილების კლიენტისთვის გაცნობა;
** შესაბამისი ხელშეკრულების მომზადება და კლიენტისთვის გაცნობა;
** სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
** კლიენტთან დაკავშირებული მთლიანი დოკუმენტაციის მოწესრიგება და შენახვა;
** გაცემული სესხის მიზნობრიობის შესრულების მეთვალყურეობა და კონტროლი;
** კლიენტების მიერ გრაფიკის შესაბამისად გადახდების კონტროლი;
** ვადაგადაცილებულ სესხებზე მუშაობა და დაფარვის უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე;
** საკრედიტო პროტფელის ზრდასა და ხარისხზე ზრუნვა.

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - სავალდებულო;
** ფინანსური მათემატიკის, ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
** მცირე ბიზნესისა და რეგიონის მომხმარებელთა ბაზრის ცოდნის სათანადო დონე - სასურველია;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე,
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;

ჩვენი კომპანია დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობის თანაბარ პირობებს უქმნის ნებისმიერ თანამშრომელსა და კანდიდატს, მისი რასის, რელიგიის, მრწამსის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, შეზღუდული შესაძლებლობების, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.

დაინტერესებულ პირებს 2020 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |