www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ევექსის კლინიკები
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 6 ნოემბერი

"ევექსის კლინიკები" აცხადებს შერჩევას მძღოლის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის 142
სამუშო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 19:00-მდე

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის თანამშრომლების ტრანსპორტირება
** გარკვეული ნივთების (გზავნილი, წერილი, მედიკამენტი, ყუთი და ა.შ) ტრანსპორტირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა
** სავალდებულოა ავტომობილის მართვის გამოცდილება
** საკუთარი ავტომანქანის ყოლა (მინიმუმ 2012 წლიანი, აუცილებელია ავტომანქანას ქონდეს კონდიციონერი)
** ავტომანქანის ტექდათვალიერების საბუთი

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 13 ოქტომბერი, 2020 წ.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა თქვენი მონაცემები გადმოგზვანეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: cv@evex.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ევექსის კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდადტი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |