www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დამლაგებელი
მომწოდებელი: საქართველოს კარიტასი
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 5 ნოემბერი

საქართველოს კარიტასი აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის თანამდებობაზე.

ანგარიშვალდებულია: ადმინისტრაციული ოფიცერი
მასთან დაკავშირებულია: პროექტის თანამშრომლები,
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო მიზანი: დამლაგებელი პასუხისმგებელია ტერიტორიის სისუფთავეზე.

სამსახურეობრივი მოვალეობები:

ძირითადი:

** ტექნიკური დახმარება გაუწიოს პროექტის კოორდინატორს პროექტის განხორციელებაში, დაალაგოს განსაზღვრული ტერიტორია წინასწარ შემუშავებული გრაფიკის მიხედვით;
** პასუხისმგებელია განსაზღვრული ტერიტორიის სისუფთავეზე;
** მოვალეა პროექტის კოორდინატორს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია და გაიაროს კონსულტაცია შესაძლო პრობლემებთან ან გაუთვალისწინებელ ცვლილებებთან დაკავშირებით.
** პროექტის განხორციელების პერიოდში იხელმძღვანელოს კარიტასის ძირითადი პრინციპებითა და ფასეულობებით;
** პასუხისმგებელია პროექტის ინვენტარზე, რომელიც ერიცხება;
** ​პასუსხიმგებელია სისუფთავისა და დისციპლინის დაცვაზე
** მონაწილეობა მიიღოს პროგრამის თანამშრომელთა საერთო შეხვედრებში.
** მოვალეა იყოს პროექტის თანამშრომელთა ჯგუფის აქტიური წევრი

სხვა: საჭიროების შემთხვევაში ასრულებს ხელმძღვანელობის სხვა დავალებებს

პიროვნული მახასიათებლები:

აუცილებელია:

განათლება და გამოცდილება:

** საშუალო განათლება
** მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება
** სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან ურთიერთობის გამოცდილება

ცოდნა და უნარები:

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ-ჩვევები, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები:

** ემპათიური
** გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები, კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობების სწორი წარმართვა
** პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ლოიალური
** წარმატებული და მიზანდასახული ურთიერთობის დამკვიდრება და შენარჩუნება
** როლის/პოზიციის განვითარებაში ინიციატივის გამოჩენის უნარი და მინიმალური ზედამხედველობით სამუშაოს შესრულების უნარი
** სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედულების მიმართ პატივისცემა

სასურველია:

განათლება და გამოცდილება: რუსული ენის ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები:

** ქველმოქმედების/მოხალისეობის სფეროს ცოდნა
** იუმორის გრძნობა

საკონტაქტო ელფოსტა: caritas-georgia@caritas.ge
საკონტაქტო ტელეფონის ნომრები: ტელ: (+995 32) 2 217 819, 2 251 387.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |