www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ვებ პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: ელიოტი
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 6 ნოემბერი

"ელიოტი" ეძებს ვებ პროექტების მენეჯერს, რომელიც შეუერთდება კომპანიის დეველოპმენტის გუნდს და მონაწილეობას მიიღებს ვებ-პროექტების დაგეგმვაში, მართვასა და განხორციელებაში.

მოვალეობები:

** შეთავაზების მომზადება და წინასწარი კომუნიკაცია პოტენციურ დამკვეთებთან;
** დამკვეთთან კონსულტაციის გაწევა ვებ პროექტის დიზაინის, ფუნქციონალის და სხვადასხვა მახასიათებლების შესახებ;
** დამკვეთების მიერ მოწოდებული ამოცანის ტექნიკური გუნდისთვის აღქმად ფორმატში კონვერტაცია;
** ვებ პროექტის მიზნების და ამოცანების განსაზღვრა, ტექნიკური დავალების შექმნა და შეთანხმება დამკვეთთან;
** პროექტის ბიუჯეტის, რესურსების დაგეგმვა და შესრულების ფაზების დროში გაწერა;
** დამკვეთთან კომუნიკაცია და ინფორმირება პროექტზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ;
** პროექტის მიმდინარეობის, ვადების და ხარისხის კონტროლი;
** პროექტის მიმდინარეობისას კორექტირებების შეტანა საჭიროების შემთხვევაში;
** პროექტის დროულად და ხარისხიანად შესრულების უზრუნველყოფა;
** შესრულებული პროექტების მონიტორინგი და რეპორტინგი, ვებ პროექტების გუნდისთვის დასახული მიზნების მიღწევა.

სავალდებულო კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება პროექტების მენეჯმენტის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** ვებ და ციფრული პროექტების მართვის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ვებგვერდების სამართავ პანელებთან მუშაობის გამოცდილება;
** UX და UI-ის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** ვებგვერდების ტექნოლოგიების არსის ცოდნა;
** რეპორტინგის და ანალიტიკის უნარი ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისურის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პირობები:

** კომფორტული ოფისი და მეგობრული გუნდი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ტელეფონზე სასაუბრო დრო;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-ხუთშაბათი 10:00-დან 19:00-მდე, პარასკევი 10:00-დან 17:00-მდე.

საკონტაქტო ელფოსტა: giorgi@elliot.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |