www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: ფინანსური ბიურო
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 5 ნოემბერი

"ფინანსური ბიურო" საქართველოში სესხების ყველაზე მსხვილი პორტფელის მქონე კომპანიაა, რომელიც ფინანსური ორგანიზაციებისგან შეისყიდის სესხებს და მომხმარებლებს მათ სრულად დაფარვაში ეხმარება.

"ფინანსური ბიურო" საქართველოს მასშტაბით აერთიანებს 20 ფილიალს და 700-მდე თანამშრომელს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე; შაბათი 10:00 საათიდან 15:00 საათამდე)

ფუნქცია-მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტაციის რეესტრის წარმოება და კონტროლი;
** პერიოდული ანგარიშგება კომპანიის სხვადასხვა აქტივობებთან დაკავშირებით;
** საგადასახადო პორტალის კონტროლი;
** ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარირებისთვის საჭირო ინფორმაციის დამუშავება;
** ბუღალტრულ პროგრამაში მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel-ის).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** წერილობითი კომუნიკაციის და ანგარიშგების მომზადების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების და დროის მართვის უნარი;
** კონფიდენციალობის დაცვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: HR@fbureau.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "უმცროსი ბუღალტერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |