www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების ოპერატორი
მომწოდებელი: ბიბლუსი
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 5 ნოემბერი

წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.

წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" დაარსდა 2008 წლის 23 მაისს. ყველაფერი კი 11 წლის წინ, ერთი პატარა მაღაზიით დაიწყო თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე. ალბათ მაშინ ვერც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს პატარა მაღაზია წიგნის ყველაზე დიდ ქსელად იქცეოდა საქართველოში.

კომპანიის არსებობის 11 წლის მანძილზე, ჩვენ შევძელით შეგვექმნა საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით.

დღეისათვის, "ბიბლუსი" აერთიანებს 64 ფილიალს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

"ბიბლუსი" არის ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი და კომპანიის ყველა თანამშრომელს ერთი კეთილი მიზანი აერთიანებს - გახადოს წიგნი ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა კუთხეში და კიდევ უფრო მეტად შეაყვაროს ადამიანებს კითხვა.

ასე, რომ მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

სამსახურეობრივი ფუნქცია-მოვალეობები:

** კორპორატიული კლიენტებისთვის სპეციალური საფასე კატეგორიის რეგისტრაცია, ცვლილება, კონტროლი;
** კორპორატიული კლიენტებისგან შეკვეთების მიღება და პროგრამაში ფორმირება;
** დაბრუნების დოკუმენტების მომზადება და მასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
** კორპორატიული კლიენტების შეკვეთების პროცედურის კოორდინაცია, კორექტირება (საჭიროების შემთხვევაში, ლოჯისტიკურ ცენტრთან ერთად კონტროლი);
** შესყიდული პროდუქციის/ან დისტრიბუციაში მარაგის ამოწურვის შემთხვევაში დისტრიბუციის საწყობზე გადატანა;
** რეპორტის მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის საჭიროების შემთხვევაში.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ექვსთვიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook);
** ERP პროგრამის ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებულობა;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** სამუშაოს პრიორიტეტებად დანაწილების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** პუნქტუალურობა.

სამუშაო განაკვეთი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის 49.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (09:30-18:00), შაბათი (თვეში 2-ჯერ, 10:00-14:00).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი ბმულზე: http://hr.palitra.ge/vacancy/0xbf75005056a2625311eb0713eb09d21b

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშავოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით. აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |