www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბრიგადირი
მომწოდებელი: სერვის ნეტ გრუპი
გამოქვეყნდა: 9 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 9 ნოემბერი

შპს "სერვის ნეტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ბრიგადირის პოზიციაზე ქ. ქუთაისში.

სამუშაო აღწერილობა:

** სამონტაჟო ბრიგადის ხელმძღვანელობა;
** სამუშაოების შესაბამისი გეგმის (განწესის) მიხედვით წარმოება, როგორც სატელეფონო კანალიზაციის ვარგისიანობის შემოწმება, სამომავლოდ კაბელის მონტაჟის მიზნით, ასევე ახალი კანალიზაციის მშენებლობის დაგეგმარება;
** სამონტაჟო და სარემონტო სამუშაოებისათვის განკუთვნილი მარაგების ხარჯვის წესების დაცვა სატელეფონო კანალიზაციის აღდგენა, დამარხული ჭების მოძებნა/ამოსუფთავება;
** შესრულებულ სამუშაოებზე ანგარიშისა და დასკვნის გაკეთება;
** დაქვემდებარებულ ბრიგადაში დისციპლინის და შიდა განაწესის ნორმების დაცვის კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული მახასიათებლები:

** სასურველია სატელეკომუნიკაციო სფეროში სამუშაო გამოცდილება;
** ა/მანქანის მართვის მოწმობა და გამოცდილება;
** ​დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის კულტურა;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: cv@servicenetgroup.ge 2020 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |