www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოკვლევის სპეციალისტი
მომწოდებელი: სერვის ნეტ გრუპი
გამოქვეყნდა: 9 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 9 ნოემბერი

შპს "სერვის ნეტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას მოკვლევის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. ქუთაისში.

სამუშაო აღწერილობა:

** მოსაკვლევ დოკუმენტაციაში მითითებული დავალებების მიხედვით ობიექტის მოკვლევა ადგილზე; მოკვლევისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაციის შეგროვების უზრუნველყოფა;
** მოკვლევისას, ობიექტთან მისასვლელი არსებული ან საპროექტო კომუნიკაციების მიმართულების, სიგრძის(მეტრაჟი), ჭების მდებარეობის, ბოძების მდებარეობის, კუთვნილების და მათ შორის მანძილის, ქუროს მდებარეობის, ფასადზე ან შენობაში კაბელის მონტაჟის შესაძლებლობის დადგენა; კომუნიკაციების მოკვლევისას არხების/ჭების ვარგისიანობის და გამტარიანობის შემოწმება;
** მოკვლევის შედეგების შესაბამის განწესში დაფიქსირება;
** პროგრამა CRM-ში მოკვლეული დოკუმენტაციის ატვირთვა და განაცხადზე შესაბამისი მსვლელობის მიცემა;
** ახდილი ჭების და სამუშაო არეალის შემოფარგვლა გამაფრთხილებელი ლენტით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული მახასიათებლები:

** სასურველია სატელეკომუნიკაციო სფეროში სამუშაო გამოცდილება (კერძოდ, შენობაში, შენობის ფასადებზე, სატელეფონო ბოძებზე კაბელის მონტაჟის გამოცდილება);
** აუცილებელია მართვის მოწმობა (მართვის გამოცდილება);
** ​დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის კულტურა;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: cv@servicenetgroup.ge 2020 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |